პარტიებს, რომელთა წევრები საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვიან ან საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, შესაძლოა, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდეთ ან ერთი წლით შეუჩერდეთ;
ინიციატივას, პარტიების დაფინანსების შესაძლო შეწყვეტის შესახებ, ოპოზიციის ნაწილი შანტაჟად და არაკონსტიტუციურ ქმედებად აღიქვამს;
„გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მეათე მოწვევის პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით მიმართა.