#მოამბე 18 საათზე, 16 იანვარი, 2021 #LIVE
📌 კასპის პოლიციაში ყოფილი მძევლების გამოკითხვა მიმდინარეობს – ქვის საამქროში, სადაც შეიარაღებულ პირს დღეს დილით მძევლები ჰყავდა აყვანილი, ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ;
📌 პარტია „ქართულ ოცნებას“ ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს – მის კანდიდატურას ყრილობაზე შეკრებილმა დელეგატებმა ერთხმად დაუჭირა მხარი;
📌 „ქართული ოცნების“ ყრილობის პარალელურად, აქცია გაიმართა „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრთან – აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება;
📌 ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი.

მოამბე

დატოვე კომენტარი