საქართველოში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა – პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ეს ჩვენს ქვეყანაში დღიურად აღრიცხული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;
ევროკავშირის ელჩი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს უფრო შორდებიან იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ და ეს ხდება მაშინ, როდესაც მოლაპარაკების კარი იხურება;
ჯერ ისევ უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის;
დღეს ცნობილი გახდა, რომ ამნისტიის კანონი გაზაფხულამდე ამოქმედდება, თუმცა, ზუსტი თარიღი უცნობია.