#მოამბე 15 საათზე, 11 დეკემბერი, 2021 #LIVE

რუსეთი ნატო-სგან საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევასა და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში, შეიარაღების განუთავსებლობასთან დაკავშირებით, დასავლეთისგან გარანტიებს მოითხოვს;
ნატო-ს გენერალური მდივანი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას გამოეხმაურა;

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში დასრულდა;

სოფელ წინაგარადან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე, კვლავ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება;

კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი საქართველოში კვლავ ძალიან მაღალია – ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კიდევ 64 პაციენტი გარდაიცვალა.
მოამბე