„მოამბე“ 12 საათზე, 28 ივნისი, 2019 #LIVE
• თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის მორიგი უკანონო ფაქტი – საპროტესტო აქციების საპასუხოდ რუსეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება უკანონო მოქმედებით ეხმაურება;
• დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებას ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე საქართველოს პარლამენტშიც ეხმაურებიან;
• საკანონდებლო ორგანოში შეფასებების თემა შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელი განცხადებებიც არის;
• 21 ივნისის აქციის დაშლის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი მედიის წარმომადგენლებს გუშინ პირველად შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა;
• შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ ვრცელ განმარტებებს, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა.