„მოამბე“ 12 საათზე, 27 აპრილი, 2019 #LIVE
• დღეს იერუსალიმში ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდება, რომელსაც უამრავი მორწმუნე დაესწრება;
• აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, ხვალ და ზეგ, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, უფასო ავტობუსები იმოძრავებენ;
• ათი ბავშვით ვაჭრობაში ბრალდებული იულია სუსლიაკის ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც მას ტრეფიკინგის ბრალდების საქმის მასალები გადასცეს.