#მოამბე 12 საათზე, 22 მარტი, 2020 #LIVE

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი ადამიანი განიკურნა

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულია 54 ადამიანი;
გამოჯანმრთელებულია სამი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 2956,
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 291.

▪ ბოლო 24 საათში, თითქმის 1000-ით გაიზარდა კარანტინში მოთავსებული მოქალაქეების რაოდენობა და მათი რიცხვი უკვე 2 956-ს აღწევს;

▪ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა – ვირუსს 12 944 ადამიანი ემსხვერპლა;

▪ პრემიერმა  სამართალდამცავ უწყებებს საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული შეზღუდვების ეფექტური აღსრულება დაავალა – საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.