აქცია „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ გუმათში ინაცვლებს – პროტესტის მონაწილეთა კარვები, რომლიც სოფელ ნამახვანში იყო გაშლილი, პოლიციამ წყალმოვარდნის საშიშროების გამო, აიღო;
უფლებადამცველი ორგანიზაციები ხელისუფლებას „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ;
ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება გართულებულია – ჩატარებული 13 685 ტესტიდან კორონავირუსი 359 ადამიანს დაუდასტურდა.