„მოამბე“ 10 საათზე, 13 მარტი, 2019 #LIVE

10:00, 13.03.2019
• ოკუპირებული გალის ციხეში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას, სავარაუდოდ, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, მას გულის უკმარისობაც ჰქონდა – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა პირველ არხს განუცხადა;
• ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი იქნება, სავარაუდოდ, ერთ-ერთი თემა, რაზეც ქეთევან ციხელაშვილს დღეს პარლამენტში მოუწევს საუბარი;
• ევროკავშირი-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობების თაობაზე, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი;
• პანკისის ხეობიდან წასული კიდევ ერთი ახალგაზრდა დაიღუპა სირიაში.

მსგავსი