„მოამბე“ 10 საათზე, 11 ნოემბერი, 2019 #LIVE
• საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება – ამ სტატუსს ჩვენი ქვეყანა 27 ნოემბრიდან ექვსი თვით გადაიბარებს;
• ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს;
• რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ათი წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა – ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება;
• მეუფე იაკობის განცხადებაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება.