მმართველი გუნდის გეგმები

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას კვლავ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სამართლიანობის პრინციპის დაცვით გონივრული კომპრომისისთვის მზად არიან. „ქართული ოცნება“ ამავდროულად თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს და რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრისთვის ემზადება.

უმრავლესობის წევრების თქმით, მათი პასუხისმგებლობაა, რომ პირდაპირი და მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეს მოსახლეობასთან. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განმარტებით, მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ორიენტირებული იყვნენ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქვეყანაა.