მმართველი გუნდის განცხადება

12:02, 10.03.2019

როგორ გადანაწილდება პორტფელები მინისტრთა კაბინეტში და მოსალოდნელია თუ არა სამთავრობო ცვლილებები, – „ქართულ ოცნებაში“ კონკრეტულ გვარებზე არ საუბრობენ, თუმცა ადასტურებენ, რომ მმართველ გუნდს განახლება დაგეგმილი აქვს, მათ შორის პარტიაში და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, ამას უმრავლესობაში არ ადასტურებენ.

მინისტრი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ცვლილებები არ შეხებია, მმართველი პარტიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრია, – სწორედ ასეთია უმრავლესობის დეპუტატების შეფასებები თეა წულუკიანთან დაკავშირებით.

მსგავსი