„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება – შეფასებები

18:29, 15.04.2025

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდება, საკონსტიტუციო სარჩელი კი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მომზადდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა უმრავლესობის სხდომაზე მიიღო. მამუკა მდინარაძის განცხადებით, მსჯელობის შედეგად გადაწყვიტეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება. ამ განცხადებას მალევე უპასუხეს ოპოზიციურ სპექტრში. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოში“ განაცხადეს, რომ ისინი აზრს არ შეიცვლიან და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მსგავსი