მმართველი გუნდის და ოპოზიციის გეგმები

21:08, 07.12.2018

არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებს გრიგოლ ვაშაძის გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია.

არ არის გამორიცხული, რომ ფიცის დადების ცერემონიამ საპროტესტო გამოსვლის ფონზე ჩაიაროს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები 16 დეკემბერს დაანონსებული აქციის ერთ-ერთ ადგილად სწორედ თელავს განიხილავენ. 16 დეკემბერია ის ბოლო ვადა, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა პარტიებმა ხელისუფლებას საკუთარი მოთხოვნების შესასრულებლად დაუწესეს. მოთხოვნებს შორისაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, რომლის განხილვასაც მმართველ გუნდი არ აპირებს.

მსგავსი