მმართველი გუნდი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს

მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიების გეგმებსა და მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. მათი განცხადებით, პროტესტის ის ფორმები, რომელსაც მათი ოპონენტები მიმართავენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.

უმრავლესობის ლიდერები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, სათქმელი კანონის ფარგლებში გამოხატონ. იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი კონსტიტუციურ ჩარჩოებს გასცდებიან, სამართალდამცველები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.