მმართველი გუნდი და ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობს

როგორი უნდა იყოს საარჩევნო სისტემა, – უკვე სამი საათია, მმართველი გუნდი და ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობს.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი გასვლით შეხვედრას კახეთში მართავს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ნულოვანი ბარიერია.

მნიშვნელოვან საკითხებად სახელდება საარჩევნო ბლოკების დაშვებისა და პარტიათა დაფინანსების საკითხების განხილვაც.