მკვლელობათა სერია პაკისტანში  

პაკისტანი შემზარავ მკვლელობათა სერიამ მოიცვა.

ქალაქ ჩუნიანში 3 მოკლული ბავშვის ცხედარი იპოვეს. 2 მცირეწლოვნის ადგილსამყოფელს პოლიცია ახლაც ეძებს. გამოძიება სერიულ მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. მოსახლეობა პანიკაშია. ჩუნიანის მცხოვრებლებს ბავშვების გარეთ გაშვება ეშინიათ. ქალაქში აქციები დაიწყო. მკვლელობების სერიამ მოსახლეობას პაკისტანის ისტორიაში ყველაზე საზარალი დღე გაახსენა, როდესაც პოლიციამ ამავე რეგიონში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ყველაზე ხმაურიანი და მასშტაბური საქმე გახსნა.