მკვლელობა თბილისში – გარდაცვლილია 26 წლის ქალი. მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. თვითმხილველების ინფორმაციით, მკვლელობა იმ დროს მოხდა, როცა ახალგაზრდა ქალი სახლში ბრუნდებოდა. მეზობლებმა რამდენჯერმე გასროლისა და შემდეგ ყვირილის ხმა გაიგეს.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ დაინახეს ერთი პირი როგორ გარბოდა ქუჩაზე. მათი ინფორმაციით, ქალბატონი საბურთალოზე, გაზაფხულის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.