მკვლელობა სიღნაღში

მკვლელობა მოხდა სიღნაღის რაიონში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებულია ერთი პირი. უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გამოძიების ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა, სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას – 1988 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.