მკვლელობა ნინოწმინდაში

ნინოწმინდაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის სახლი თანასოფლელებმა გადაწვეს.

დაახლოებით 300–მდე კაცმა მკვლელობაში ბრალდებულის ავტომანქანებსაც წაუკიდეს ცეცხლი. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, 3 დეკემბერს ფოკაში, სოფლის ცენტრში, 33 წლის კაცი თანასოფლელმა მოკლა. პოლიციამ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, მომხდარიდან ერთ საათში დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებული ბრალს აღიარებს.