მკვლელობა მესტიაში.
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების დროს ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატი მოკლეს. ლიმარ ნიგურიანს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა სამართალდამცავებისთვის ცნობილია. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების მიზნით ტარდება სამძებრო ღონისძიებები. მომხდარზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.