მკვლელობა მარტვილში

პოლიცია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩაში მომხდარ დანაშაულს იძიებს. დამამძიმებელ გარემოებებში 86 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით, დაკავებულია მისი შვილი. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შვილი ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლს, რის გამოც დედა მას საყვედურობდა და დანაშაულის დღესაც ის არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ბრალდებული მამაკაცი შსს მარტვილის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გრძელდება.