მკვლელობა იყალთოში
მკვლელობა მოხდა იყალთოში. ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ესროლეს. დაჭრილი სასწრაფო დახმარების მანქანით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
პოლიციამ 1992 წელს დაბადებული პირი მომხდარიდან 2 საათში გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში დააკავა. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.