ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლაში მკვლელობა მოხდა – გავრცელებული ინფორმაციით, თანასოფლელები ტყეში წავიდნენ, სადაც ყოფით ნიადაგზე დაპირისპირება დაიწყო. შედეგად, მეზობელმა მეზობელი ცივი იარაღით მოკლა და ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცავებსა და მეზობლებს მომხდარის შესახებ ინფორმაცია თვითმხილველმა მიაწოდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დრომდე ადგილზე ბრალდებულის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.