მკვლელობა ახმეტაში

პოლიციამ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. 18 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით აიყვანეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ახმეტაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, მეზობელი – 71 წლის ქალი სანადირო თოფით სახის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.