ოლიმპიურ სასახლეში მკლავჭიდელთა ახალდაფუძნებული კავშირის ყრილობა გაიმართა. კავშირის პრეზიდენტად, ოთხი წლის ვადით, ხმათა უმრავლესობით, ავთანდილ ახვლედიანი აირჩიეს. საპატიო პრეზიდენტად ცნობილი ქართველი მკლავჭიდელი ზაურ ცხადაძე დასახელდა. ყრილობაზე ასევე დამტკიცდა კავშირის წესდებაც.