მხარეთა პოზიციები „დღის თემაში“

მოთხოვნებსა და პოზიციებს პოლიტიკური კონკურენტები არ ცვლიან. ოპოზიცია გამოსავალს მხოლოდ ახალ არჩევნებში ხედავს, რაც მმართველი გუნდისთვის წითელი ხაზია და მის გადაკვეთას არ აპირებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ახალი არჩევნების დანიშვნა გარდაუვალია და რომ კენჭისყრა შემოდგომაზე გაიმართება. ამის შესახებ ნიკა მელიამ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“, განაცხადა. საკუთარ პოზიციებში დარწმუნებულები არიან უმრავლესობის წევრებიც და აცხადებენ, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის არანაირი წინაპირობა არ არსებობს.

დღის თემა