მხარდამჭერი გზავნილები ბრიუსელიდან

რუსეთთან რთული მოლაპარაკებების დროს განხილულ თემებს ნატო საქართველოს აცნობს.

ალიანსის შტაბ-ბინაში მიწვეული არიან ასპირანტი ქვეყნები. რამდენიმე წუთის წინ ბრიუსელში დღის მთავარი შეხვედრა დასრულდა. დავით ზალკალიანი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა. საქართველოს პირველმა დიპლომატმა დღეს ორგანიზაციიდან რამდენიმე მკაფიო გზავნილი მიიღო. იენს სტოლტენბერგმა, მანამდე კი ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებმა ზალკალიანს ის პოზიცია გააცნეს, რომელიც წინა კვირას, ნატო-რუსეთის კომისიის სხდომაზე რუსეთის წარმომადგენელთან დააფიქსირეს. ბუქარესტის 2008 წლის გადაწყვეტილება არ გადაიხედება და ნატო მოსკოვთან მოკავშირეებზე დიალოგს, მოკავშირეების ჩართულობის გარეშე გამორიცხავს. რუსეთის მთავარი მოთხოვნა და ულტიმატუმი, რაც ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების დაბლოკვას და შესაბამისი იურიდიული გარანტიების მიღებას გულისხმობს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისთვის წითელი ხაზია.

 

დატოვე კომენტარი