მხარდაჭერა ვაჟა გაფრინდაშვილს

„სკოლა და კლასელები ვაჟა გაფრინდაშვილისთვის“, – ამ  ლოზუნგით სოლიდარობის აქცია პირველ კლასიკურ გიმნაზიაში გაიმართა.

ვაჟა გაფრინდაშვილის კლასელებმა დაგმეს ექიმის დაკავება. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას და საერთაშორისო თანამეგობრობას იაქტიურონ, რათა მოხდეს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. ღონისძიებას ვაჟა ფაფრინდაშვილის მეუღლე და შვილებიც ესწრებოდნენ.

დატოვე კომენტარი