მიწვევა დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე იწვევს. „მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მივიწვიო, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და „მეგობარი აქტის“ ავტორმა ჯო უილსონმა სოციალურ ქსელში დაწერა. უილსონმა აღნიშნა, რომ ის აღფრთოვანებულია სალომე ზურაბიშვილის სიმამაცით, რომელიც ივანიშვილისა და მისი მეგობრების, ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის, თავდასხმების პირისპირ აჩვენა.