მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო

მიწების სისტემური რეგისტრაციის პროცესი დაიწყო.

პროცედურა გამარტივებულია. მიწის ნაკვეთების მფლობელები საკუთრების გასაფორმებლად საჭირო აზომვითი ნახაზების და სხვადასხვა საარქივო მასალის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. საჭირო დოკუმენტაციის მოძიებით შესაბამისი უწყებები დაკავდებიან. მიწის რეფორმა 5 წლის წინ დაიწყო, თუმცა, ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით მილიონ 200 ჰექტრამდე მიწა ისევ დაურეგისტრირებელი რჩება.