მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია - გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში
მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენციის ფარგლებში აქტიური განხილვის საგანი იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები. ჯეი დი ვენსმა ბევრი ისაუბრა გამოწვევებზე და საფრთხეებზე, მათ შორის თავად ევროკავშირში. შტატების წარმომადგენელმა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ევროპის ფუნდამენტური ღირებულებებიდან დაშორება დაასახელა.
ჯეი დი ვენსის განცხადება, რომელიც რუმინეთში გაუქმებულ არჩევნებს უკავშირდებოდა, არ მოიწონა საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი კონფერენციის ფარგლებში ლიდერებთან შეხვედრებს უკვე ორი დღეა მართავს. გერმანიაში იმყოფება და პარტნიორებს ხვდება გიორგი გახარიაც. ქართველი პოლიტიკოსების მიზანი, როგორც პრესსამსახურებში განმარტავენ, მსოფლიო ლიდერებისთვის პროტესტის მონაწილე ქართველი ხალხის სათქმელის მიტანაა.
უსაფრთხოების კონფერენციის გზავნილებზე ქართული გამოხმაურებები ნახეთ თამარ წიკლაურის რეპორტაჟში.