მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა და მხარდაჭერა პარტნიორებისგან. „უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპაში“. მიუნხენში ამ წუთებში მიმდინარე დისკუსიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. მამუკა ბახტაძესთან ერთად ფორმატში ჩართულები არიან უკრაინის პრეზიდენტი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ეუთო-ს გენერალური მდივანი, ევრაზიის ჯგუფის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე ჩვენი ქვეყნის მთავრობის მეთაურმა დეტალურად მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბრა, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ესწრებოდა. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები ნატოს-თან თავსებადობის მაღალ ნიშნულზეა.