მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ფრანგ კოლეგას შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანგ კოლეგასაც შეხვდა. შეხვედრის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყება სოციალურ ქსელში წერს: „ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საფრანგეთის მხარდაჭერა ევროპულ გზაზე. ჩვენ ასევე განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები.”- ნათქვამია განცხადებაში.