მიუნხენის კონფერენცია - რესპუბლიკელი სენატორის განცხადება

რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე გააკეთა განცხადება რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა. მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, სენატორმა აღნიშნა, რომ თუ პუტინი არის ეგზისტენციალური საფრთხე ევროპისთვის, მაშინ ევროპელები შესაბამისად არ მოქმედებენ. ამერიკელმა კანონმდებელმა აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარების პაკეტს ხმა არ მისცა, რადგან მისივე შეფასებით, ომი მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს.