აშშ-ის კანონმდებლებმა რობერტ მიულერის გამოძიების საკვანძო დეტალები, შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაასაჯაროვონ. როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის საკვანძო დეტალები კონგრესს, შესაძლოა, დღესვე გადასცეს, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანო აღნიშნულ დეტალებს გაასაჯაროებს.
გუშინ სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიება დაასრულა. ანგარიში კი ქვეყნის გენერალურ პროკურორს, უილიამ ბარს გადასცა. დემოკრატები მიიჩნევენ, რომ რობერტ მიულერის ანგარიში სრულად უნდა გასაჯაროვდეს.