რუსეთთან დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის შესაძლო კავშირის გამოძიება დასრულდა. სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა ანგარიში, რომელზეც გასული წლების განმავლობაში მუშაობდა, ქვეყნის გენერალურ პროკურორს ჩაარაბა. ახლა უილიამ ბარი და მისი ჯგუფი დოკუმენტს გაეცნობიან.
გავრცელებული ცნობით, პროკურორის ანგარიშში აქამდე წაყენებული ბრალდებების გარდა, ახალი რეკომენდაციები არ არის. მას შემდეგ, რაც გენერალური პროკურორი და მისი ჯგუფი ანგარიშს დეტალურად გაეცნობიან, დოკუმენტს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში წარადგენენ.
რობერტ მიულერი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს 2017 წლის შემდეგ იძიებდა. საქმის ფარგლებში, რობერტ მიულერმა ბრალი 30 ადამიანს წაუყენა.