მიტოვებული სოფელი

ტაძრის აღდგენით დაწყებული საქმე, რომელიც მიტოვებულ სოფელს ახალ სიცოცხლეს უბრუნებს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარჯაანი მალე კვლავ დასახლებული პუნქტი გახდება.

მამა-პაპისეული ნასახლარების აღდგენას ადგილობრივები საკუთარი ძალებით გეგმავენ, თუმცა სოფელს არც გზა აქვს და არც ელექტროენერგია.

სირთულეების მიუხედავად უკვე სრულად არის აღდგენილი ვარჯაანის მთავარანგელოზის ეკლესია. სამუშაოების დასრულებას ადგილობრივები საზეიმოდ 29 სექტემბერს აღნიშნავენ.