მინსკში საქართველოს ნაკრებმა 30 მედალი მოიპოვა

მინსკში მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა დაასრულა. ჩვენმა გუნდმა 30 მედალი მოიპოვა – 6 ოქრო, 10 ვერცხლი და 14 ბრინჯაო.

ჩვენი ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მეშვიდე ადგილზე გავიდა.

საქართველოს ნაკრებში ოქროს მედლები მოიპოვეს სამბისტებმა ბექა ბერძენიშვილმა, ბექა ნახუცრიშვილმა, დავით ლორიაშვილმა და ვახტანგ ჩიდრაშვილმა. ასევე ძიუდოისტებმა გურამ თუშიშვილმა და ლუხუმ ჩხვიმიანმა.

შედარებისთვის, ჩვენმა სპორტსმენებმა პირველ ევროპულ თამაშებზე ბაქოში 16 მედალი მოიპოვეს.

დატოვე კომენტარი