მოუსმინეს და მხარი დაუჭირეს განათლების, კულტურის, სპორტისა და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებს. საკუთარ პრიორიტეტებსა და გეგმებზე ალექსანდრე წულაძემ, თინათინ რუხაძემ და მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრეს. აქცენტი გაკეთდა სამომავლო გეგმებზე, პრიორიტეტებზე, ახალ პროგრამებსა და ბიუჯეტზე. ამ წუთებში კი დეპუტატების კითხვებს პასუხობენ მინისტრობის კანდიდატები.
ალექსანდრე წულაძე ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან რამდენიმე ნაწარმოებისა და ისტორიული ფაქტის ამოღებასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა. საუბარი შეეხო ასევე ეროვნულ პრიორიტეტებს.