მინისტრობის კანდიდატების ახალი ინიციატივები

21:25, 13.07.2018

ახალი ინიციატივებით გამოვიდნენ განახლებული მთავრობის ძველი სახეები.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი გამოძიების ეფექტურობის გასაზრდელად გამომძიებლების გადამზადებას აპირებს.

საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი, რომლის უწყებას სასჯელაღსრულების სამინისტროც შეუერთდა. ოპოზიცია კი დაინტერესდა, როგორ მოახერხა უფლებადამცველების პროტესტის ფონზე წულუკიანმა პოსტის შენარჩუნება.

ოპონენტების მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატიც, რომელსაც ბოლო ტენდერის გამო განმარტებების გაკეთება დასჭირდა.

მსგავსი