საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით ბუდაპეშტში მწვანე შუა კორიდორის მინისტერიალის პლენარული სხდომა გაიმართა.
მხარეებმა მინისტერიალზე მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლომდე პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ხელმისაწვდომი იქნება და ის პრაქტიკული განხორციელების ფაზაზე გადავა. მინისტერიალის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ბულგარეთიც შეუერთდება.