მინდია ბარამიას განცხადება

ფოთში, მერიის შენობის წინ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა, მინდია ბარამიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი ინფორმაციით, მასთან ერთად სამსახურიდან ამავე ცენტრის სპეციალისტი, ხვიჩა დოლბაია გაათავისუფლეს.

ბარამია აცხადებს, რომ პოსტის დატოვება აიძულეს, რასაც თავად გიორგი გახარიას თანაგუნდელებთან მეგობრობას უკავშირებს. მისი თქმით, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, შეუერთდება თუ არა გიორგი გახარიას გუნდს. ბარამია სამართლებრივი დავის დაწყებასაც გეგმავს. მინდია ბარამიას განცხადებას პარლამენტშიც გამოეხმაურნენ.