მიმართვა პროკურატურას

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა პროკურატურას მიმართავს და მის მიმართ განხორციელებული მუქარის გამოძიებას ითხოვს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხუბუამ ფეისბუქ მიმოწერა გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ  მის მიმართ ძალადობრივი მუქარა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, ავთანდილ კემულარიას მხრიდან განხორციელდა.

ბრალდებებს გამოეხმაურა ავთანდილ კემულარია.  მისი თქმით ჯაბა ხუბუამ მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური სტატია მოამზადა და მისი გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. კემულარია ხუბუას პროვოკაციაში ადანაშაულებს.