მიმართვა პროკურატურას

2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მარცხის გამომწვევი მიზეზების შესწავლისა და დამნაშავე პირების გამოკვეთის მიზნით გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ახლადშექმნილმა საზოგადოებრივმა პლატფორმამ, „დაიცავი მშვიდობა“, ქვეყნის მთავარ პროკურორს – ირაკლი შოთაძეს მიმართა. ლევან მამალაძე აღნიშნულის ერთ-ერთი ინიციატორია. მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილის მთავარსარდლობით, ქვეყანას მოუტანა ოკუპაცია, დახოცილი მეომრები და მშვიდობიანი მოსახლეობა, რუსეთთან დანაშაულებრივი გარიგებები. მას და აღნიშნული პლატფორმის სხვა წევრებს მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სწორედ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის მიმართულებით უნდა დაიწყოს.