პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ. „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის წევრები ორბელიანების სასახლესთან შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა უნდა გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადაარჩინოს.