მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში
თურქეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ანკარას „ესენბოღას აეროპორტში“ დახვედრის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც ქართული დელეგაცია, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, მუსტაფა ათა თურქის მავზოლეუმში გაემგზავრა და პატივი მიაგო თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას. რამდენიმე საათში კი მიხეილ ყაველაშვილს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს.
თამარ წიკლაური აშუქებს ვიზიტს.