მიხეილ ყაველაშვილი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

15:19, 13.10.2026

საქართველოს პრეზიდენტმა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს უმასპინძლა. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, საინვესტიციო, ტურისტული, საგანმანათლებლო, კულტურული და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა ვიეტნამის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. დადებითად შეფასდა ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნის პერსპექტივა და გამოთქვა იმედი, რომ მომავალში საქართველოშიც გაიხსნება ვიეტნამის რეზიდენტი საელჩო. მხარეებმა საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები, „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივები და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მარშრუტებში საქართველოს როლი განიხილეს. საუბარი შეეხო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განვითარების პერსპექტივას.

მსგავსი