„მიხეილ თუმანიშვილი იური მეჩითოვის მეხსიერებაში“ 

21:56, 04.11.2026

„მიხეილ თუმანიშვილი იური მეჩითოვის მეხსიერებაში“ – მოზარდმაყურებელთა თეატრში ახალი წიგნის პრეზენტაცია მოეწყო. ავტორი ცნობილი ფოტოხელოვანი იური მეჩითოვია. გამოცემა გამოჩენილი ქართველი რეჟისორის 105 წლის იუბილეს ეძღვნება. მასში თავმოყრილია ფოტო მასალა, რომელიც ცნობილი რეჟისორის, მიხეილ თუმანიშვილის შემოქმედებითი მუშაობის პროცესს ასახავს.

წიგნის პრეზენტაცია ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქარის“ ფარგლებში ჩატარდა.

მსგავსი