მიხეილ სარჯველაძის კომენტარი

შოვის სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, კობახიძის განცხადება დასაფასებელია და მას თავადაც უერთდება. მისივე თქმით, არავის ჰქონია სურვილი, ვინმეს გმირობა დაეკნინებინა.